ფუტსალი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
ფუტსალი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ევროპის ყოფილი ჩემპიონი – უკრაინა იყო.

ივანო-ფრანკოვსკში გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ფუმასამ გაიტანა.

უკრაინა 4:1 საქართველო

ივანო-ფრანკოვსკი

საქართველო: კუპატაძე, თალესი, ფუმასა, სებისკვერაძე, რონინიო

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, ბუკია, კეკელია, თევზაძე, მაისაია, ჭუმბურიძე, თოდუა, ჯვარაშვილი, თოფურია, კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინაში სულ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩში რუმინეთთან ანგარიშით 6:3 დამარცხდა. ამით გუნდმა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების ეტაპი დაასრულა, რომელიც 24-27 ოქტომბერს პოლონეთში გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.

დატოვე კომენტარი