ფუტსალი | საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ვებგვერდი ავრცელებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 9 და 11 მარტს თბილისში რუმინეთის საკმაოდ ძლიერ ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება – მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდის მორიგ შეხვედრას 11 აპრილს კოსოვოსთან სტუმრად გამართავს, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.