ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას შეუდგა #1TVSPORT

11:19, 12.10.2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ოქტომბრის სანაკრებო შეკრებაზე ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ორ შეხვედრას გამართავს – 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვოს უმასპინძლებს, მატჩზე დასწრება თავისუფალია. 20 ოქტომბერს კი საქართველოს ნაკრები იტალიას ესტუმრება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 15 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე („დინამო თბილისი“), ლუკა ხარშილაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“);

წინა ხაზი: არჩილ სებისკვერაძე, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან სვანიძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, შოთა თოფურია (ყველა – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), გიორგი ჩიმაკაძე, ნუკრი ჭუმბურიძე, ჯანიკო გიორგაია (სამივე – კსუ), ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ნიკოლოზ კურტანიძე (სამივე – პსპ), საბა ტყეშელაშვილი („გომელი“, ბელარუსი).

მატჩების განრიგი:

14 ოქტომბერი

19:00 | საქართველო – კოსოვო;

20 ოქტომბერი

22:30 | იტალია – საქართველო.

მსგავსი