ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინრაუნდში იტალიასა და კოსოვოს შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა 2028 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდის მეტოქეები შეიტყო – წილისყრა ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იტალიისა და კოსოვოს ნაკრებები იქნებიან. მეინ რაუნდის მატჩები 2026 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2027 წლის მარტში დასრულდება.
ელიტრაუნდის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი პლეიოფში გააგრძელებს ბრძოლას.
ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტრაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები პლეიოფში იბრძოლებენ.