ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეინ რაუნდისთვის შეიკრბება. გუნდმა ევროშესარჩევი რაუნდისთვის მზადება ნოემბერში გამართული ამხანაგური შეხვედრებით დაასრულა – ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისში ლატვიასთან ორი მატჩი გამართა (2:2, 2:6).

ევრო 2026-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 13 დეკემბერს, კოსოვოსთან თბილისში გამართავს, 18 დეკემბერს კი საფრანგეთს სტუმრად დაუპირისპირდება.

კოსოვოსთან მატჩი „თბილისი არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ევრო 2026 | მეინ რაუნდი

13 დეკემბერი 

18:00 | საქართველო- კოსოვო

18 დეკემბერი

00:15 | საფრანგეთი – საქართველო