ფუტსალი | საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა #1TVSPORT

00:21, 21.10.2026

2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები იტალიას ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო კაპიტანი ირაკლი თოდუა, ვიცე-კაპიტანი შოთა თოფურია და გიორგი ღავთაძე ვერ ეხმარებოდნენ. თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.

იტალიის ნაკრები მე-12 წუთზე ჯოვანი პულვირენტიმ დააწინაურა. ჯანიკო გიორგაიამ (16) ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ჟულიო დე ოლივეირამ (20) მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, გაბრიელ მოტას (22) ზუსტი დარტყმით კი იტალიელებმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს. ვახტანგ კეკელიამ (34) სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები კვლავ უქულოდაა – მსოფლიო ჩემპიონატის მეინრაუნდის მესამე ტურის შეხვედრას „ჯვაროსნები“ 2027 წლის 24 თებერვალს გასვლაზე კოსოვოსთან გამართავენ, ხოლო შესარჩევ ციკლს 2 მარტს იტალიასთან საშინაო მატჩით დაასრულებენ.

მსგავსი