ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წილისყრის წინ მესამე კალათაშია #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წილისყრის წინ მესამე კალათაშია #1TVSPORT

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი ფუტსალში 21 იანვარს დაიწყება. მას სამი ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია და სლოვენია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რომლის წილისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება. წილისყრის წინ გუნდები კალათებში ასე განაწილდნენ:

I კალათა: პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა, საფრანგეთი.
II კალათა: ხორვატია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი.
III კალათა: პოლონეთი, სომხეთი, საქართველო, ბელარუსი.
IV კალათა: ბელგია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა.