ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან ტესტმატჩში დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ჩეხეთთან ამხანაგური მატჩი გამართა, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და დამარცხდა – 2:3.
შეხვედრა, რომელსაც თბილისის ოლიმპიურ სასახლემ უმასპინძლა, ჩეხებმა კარგად დაიწყეს და კუნსტნერისა (2′) და ვოიტეხ ბიშკოს (6′) გოლებით სწრაფად დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა ლევან სვანიძისა (9′) და ნიკოლოზ კურტანიძის (36′) მიერ გატანილი ბურთებით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დავიდ დროზდმა (38′) ჩეხებს გამარჯვება მოუტანა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ჩეხეთის ნაკრებს მეორედ 10 სექტემბერს დაუპირისპირდება – მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.