ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა 2025 წლის პირველი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 31 იანვარს ჩვენი ნაკრები მეტოქეს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებს, 4 თებერვალს კი ბულგარეთს ესტუმრება.
მოახლოებული მატჩებისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა თბილისში დაიწყო. ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 16 ფეხბურთელი გამოიძახა.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინრაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. ბულგარეთთან ერთად საქართველოს ნაკრების ჯგუფში არიან კოსოვო და საფრანგეთი.
შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია, თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)
მატჩების განრიგი
31 იანვარი
საქართველო – ბულგარეთი
4 თებერვალი
ბულგარეთი – საქართველო