ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ბულგარეთშია და მეინრაუნდის მეოთხე მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
თბილისში ბულგარეთის ნაკრებთან გამარჯვების (6:1) შემდეგ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინრაუნდის მეოთხე მატჩისთვის ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს ამჯერად სტუმრად, ქალაქ პლოვდივში დაუპირისპირდება. ბულგარეთთან საპასუხო შეხვედრაში ნაკრებს შოთა თოფურია უბრუნდება, რომელმაც თბილისური მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
საქართველოს ნაკრები ბულგარეთში 15 ფეხბურთელით გაემგზავრა. ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 4 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის YouTube-ის არხი შემოგთავაზებთ.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინრაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში განაგრძობს.