ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ბრატისლავაშია - გუნდი პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ბრატისლავაშია - გუნდი პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სლოვაკეთშია და ამ ქვეყნის ნაკრებთან 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

თბილისში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ საქართველოს ნაკრები განმეორებით შეხვედრას სამბურთიანი უპირატესობით ხვდება. სლოვაკეთთან საპასუხო მატჩი 23 სექტემბერს ბრატისლავის „გოპას არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ბექა ტყემალაძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლუკა ხარშილაძე („ისტიკლოლი“, ტაჯიკეთი).

წინა ხაზი: ლევან სვანიძე („პსპ“), გიორგი ჩიმაკაძე („კსუ“), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), არჩილ სებისკვერაძე („კსუ“), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ვახტანგ ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნიკა ხარატიშვილი („ისტიკლოლი“, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), საბა ტყეშელაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“).