ფუტსალი - საქართველომ ლიეტუვა ორჯერ დაამარცხა
ფუტსალი - საქართველომ ლიეტუვა ორჯერ დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლიეტუვას ორჯერ შეხვდა – ეს მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის  მთავარი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში გაიმართა.

ამხანაგური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. პირველი მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 7:1 დასრულდა.

ასათიანის გუნდმა მეორე მატჩიც მოიგო, მაგრამ მეტოქისგან მეტ წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოოდ შეხვედრა 5:3 დასრულდა. მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მთავარი რაუნდის შეხვედრებს 22-27 ოქტომბერს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მთავარი რაუნდის პირველ ჯგუფში პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.