ფუტსალი | საქართველო VS აზერბაიჯანი - ხუთეულები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველო VS აზერბაიჯანი - ხუთეულები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრები 22 იანვარს, 17:30 საათზე ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე აზერბაიჯანი იქნება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის 20:30 საათზე დაიწყება.​

ამ შეხვედრისთვის ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხუთეული უკვე დაასახელა:

კუპატაძე – შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო.

სათადარიგოები: ბუკია (მ), ღავთაძე, ვილიან ლოურენსო, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ბრუნო პეტრი.

აზერბაიჯანი: ემინ კურდოვი, ტიაგო ბოლინა, ფინეო დე არაუხო, ოლივეირა ვასურა, ედუარდო – რიზვან ფარზალიევი (გ), რაფაელ ვილელა, რამიზ ჩოვდაროვი, ხატაი ბაგიროვი, ისა ატაევი, ჰადი აჰმედი.

მსაჯები: სედრიკ პელისიე (საფრანგეთი), დანიელ მატკოვიჩი (შვეიცარია), ნიკოლა იელიჩი (ხორვატია).

მეტოქეს სამი მთავარი მოთამაშე დააკლდა – მთავარი მეკარე როვშან ჰუსეინლი და მცველი გალო საქართველოსთან და ესპანეთთან კორონავირუსის გამო ვერ ითამაშებენ. ასევე არ იქნება მანეკა, რომელიც ტრავმირებულია.