ფუტსალი | საქართველო - ბელგია პირველ არხზე - მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველო - ბელგია პირველ არხზე - მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის პირველ მატჩს დღეს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.

მეინ-რაუნდისთვის მზადებაში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა, საბოლოო განაცხადი კი 14 მოთამაშისგან დაკომპლექტდება. სამწუხაროდ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო მეკარე და ლიდერი, ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა შეხვედრის მასპინძელ დარბაზში, „არენა თბილისში“ ივარჯიშეს. საქართველოსა და ბელგიის მატჩი 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება – რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. 2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.