ფუტსალი | პსპ არმიასთან დამარცხდა - რევანშის შანსი სათასო ნახევარფინალია #1TVSPORT
ფუტსალი | პსპ არმიასთან დამარცხდა - რევანშის შანსი სათასო ნახევარფინალია #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში მე-15 ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ერთ-ერთი ლიდერი პსპ (პე-ეს-პე) „არმიას“ დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

გათამაშების ლიდერმა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ დიდი ანგარიშით მოიგო – საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი აუტსაიდერს, „ევროპის უნივერსიტეტს“ შეხვდა და 7:1 სძლია.

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი – ევროპის უნივერსიტეტი 7:1

პსპ – არმია 2:4

ტურის დარჩენილი ორი მატჩი დღეს გაიმართება:

თსუ – ილიაუნი

კსუ – ქუთაისი

პსპ-ს მალე შანსი ექნება, რომ „არმიასთან“ რევანში აიღოს, რადგან ეს გუნდები ერთმანეთს 17 თებერვალს საქართველოს ფუტსალის თასის ნახევარფინალშიც დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალური წყვილების წილისყრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა. თასისთვის ბრძოლას ფუტსალის ლიგის სამი და ფუტსალის ლიგა 2-ის ერთი გუნდი, „სპორტუნი“ აგრძელებენ. დებულების თანახმად, მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას ერთამატჩიანი დაპირისპირებები გამოავლენს.

წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

სპორტუნი – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი

პსპ – არმია