ფუტსალი | პლეი ოფში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალი | პლეი ოფში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინრაუნდის თამაშები დასრულდა და პლეი ოფში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები გაირკვა.

მე-10 შესარჩევ ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა მეინრაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, მაგრამ მე-10 გუნდია, რომელიც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრო 2026-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები 13 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ამ შედეგით საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა.

ევრო 2026-ის ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით გავიდნენ: სომხეთი, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა. მათ თანამასპინძლები, ლატვია და ლიეტუვა შეუერთდებიან. ტურნირი 20 იანვრიდან 7 თებერვლამდე რიგასა და კაუნასში გაიმართება.

რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებია, 2025 წლის სექტემბერში პლეი ოფში დანარჩენი 4 საგზურის მფლობელს გაარკვევს. ჩვენი ნაკრების მეტოქე 21 მაისს წილისყრაზე გაირკვევა. ორმატჩიანი პლეი ოფი 15-24 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, პლეი ოფში ითამაშებენ: ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბელგია, უნგრეთი, იტალია, ყაზახეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.