ფუტსალი | პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე 21 მაისს გაირკვევა #1TVSPORT
ფუტსალი | პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე 21 მაისს გაირკვევა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელმაც ევრო 2026-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, მეტოქის ვინაობას 21 მაისს გაიგებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პრიშტინაში კონკურენტი კოსოვო 3:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ზედიზედ მეორედ აქვს – პირველად ეს გუნდმა 2022 წელს შეძლო და პირველი ეროვნული გუნდი იყო საფეხბურთო სისტემაში, რომელმაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე ითამაშა.

მეინრაუნდის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი 16 აპრილს საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

რეალურად, ამ თამაშის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა, საქართველოს ნაკრები ჯგუფში რომელ ადგილს დაიკავებს და საუკეთესო მეორეადგილოსნებში რომელ პოზიციაზე იქნება. ბოლოსწინა ტურამდე პირველ ადგილზე ბოსნიაა, რომელსაც, საქართველოს ნაკრების მსგავსად, 12 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების სხვაობაში აქვს უპირატესობა – ბალკანელებს +20, საქართველოს ნაკრებს – პლუს 10 და მეორე ადგილზეა.

ფუტსალის ევრო 2026-ის ფინალურ ეტაპზე ძირითადი რაუნდის 10 ჯგუფის გამარჯვებულები გადიან, რომლებიც ტურნირის მასპინძელ ლატვიას და ლიეტუვას შეუერთდებიან, ხოლო რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში ითამაშებს და დარჩენილი 4 საგზურის მფლობელს გამოავლენს. პლეი ოფის წილისყრა 21 მაისს გაიმართება, ხოლო მატჩები – 15-24 სექტემბერს ჩატარდება.

ფინალური ეტაპი 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლამდე გაიმართება.