ფუტსალი | „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ საჩემპიონო სერიაში ანგარიში შეამცირა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ ) გუნდი ირაკლი თოდუას მიერ გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:1-მდე შეამცირა.
ეს გუნდები გასული სეზონის ფინალშიც გავიდნენ და მაშინ ჩემპიონი კსუ გახდა. „კავკასიელები“ ფინალურ სერიაში ამჯერადაც წინ არიან – მათ პირველი ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 4:1 მოიგეს.
კსუ-ს ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ერთი მოგება სჭირდება. პლეიოფის მეოთხე მატჩი „ნიუ 6 ივნისს თბილისის ოლიმპიური სასახლეში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.