ფუტსალი | „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია #1TVSPORT
ფუტსალში საქართველოს სუპერთასის მფლობელი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსია“, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ 4:1 დაამარცხა.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა წელს საქართველოს თასი მოიპოვა, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლაში კსუ-სთან დამარცხდა – ამიტომ ახალი სეზონის პირველი ტიტულისთვის პრინციპული მეტოქეები იბრძოდნენ.
ანგარიში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მე-15 წუთზე გახსნა – თავი ნიკა ბიძინაშვილმა გამოიჩინა. კსუ-მ წონასწორობა შესვენების შემდეგ, 31-ე წუთზე ჯანიკო გიორგაიას ზუსტი დარტყმით აღადგინა.
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ დარჩენილ 9 წუთში მეტოქის კარი სამჯერ აიღო – თავი ნიკოლოზ გაბრიჭიძემ, ნუკრი ჭუმბურიძემ და რონინიომ გამოიჩინეს და ავთანდილ ასათიანის გუნდი ფუტსალის სუპერთასის მფლობელი გახდა.