ფუტსალი | მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში კოსოვოს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
თბილისის ოლიმპიური სასახლეში გამართულ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ლიდერი – გიორგი ღავთაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-4 წუთზე გიორგი ჩიმაკაძის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდნენ, ხოლო შესვენებამდე 51 წამით ადრე ლევან სვანიძემ მეორე ბურთი გაიტანა და უპირატესობა გაზარდა.
34-ე წუთზე სხვაობა დრილონ მაჯარაიმ მინიმუმამდე შეამცირა, რომელმაც ორ წუთში წონასწორობა აღადგინა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე კონტრშეტევაზე მეგრიმ დევრიშაიმ კოსოვოს გამარჯვება მოუტანა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 20 ოქტომბერს გამართავს. „ჯვაროსნები“ კოზენცას პროვინციის ქალაქ რენდეში იტალიას ესტუმრებიან.