ფუტსალი | მარცხი დაძაბულ მატჩში - საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან რუმინეთმა ავტოგოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ფუტსალი | მარცხი დაძაბულ მატჩში - საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან რუმინეთმა ავტოგოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მთავარი რაუნდის პირველი მატჩი გამართა. შოთა ჭანუყვაძის გუნდი მეხუთე ჯგუფში რუმინეთის 19-წლამდე ნაკრებს ტიგრუ-მურეშში დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრამდე გუნდებმა უკრაინის მხარდასაჭერი ბანერი გამოფინეს და შეუერთდნენ მოწოდებას, რომ რუსეთმა მეზობელ ქვეყანაში აგრესია შეაჩეროს.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და უკვე მე-5 წუთზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. რუმინელთა კარი ნოდარ ქურცაძემ და გიორგი გიორგაძემ აიღეს. მაგრამ რუმინელებმა იანოშ ჩოგის და ტამაშ ნადის გოლებით წონასწორობა აღადგინეს. ტაიმის დასრულებამდე 30 წამით ადრე მეტოქეს დაწინაურების შანსიც ჰქონდა, თუმცა იოჟეფ კერეშტეის შესრულებული პენალტი საქართველოს ნაკრების მეკარემ, ბექა გოგსაძემ მოიგერია.

მერე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, საქართველოს ნაკრებს რამდენიმე კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა და ამისთვის დაისაჯა. 35-ე წუთზე რუმინელთა შეტევისას ბურთი ნოდარ ქურცაძე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და რუმინელებმა მოიგეს 2:3.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ხვალ სლოვაკეთს შეხვდება. ჩვენი გუნდის მესამე მეტოქე რუსეთის 19-წლამდე ნაკრები უნდა ყოფილიყო, თუმცა ფიფა-ს და უეფა-ს მიერ რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ, ჯგუფში გუნდების რაოდენობა შემცირდა. ესპანეთში, 4-10 სექტემბერს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.


რუმინეთი – საქართველო


გოლები: 0:1 ქურცაძე (4), 0:2 გიორგაძე (5. ქურცაძის პასით), 1:2 ჩოგი (11. ილიეს პასით), 2:2 ნადი (17. დავიდის პასით), 2:3 ქურცაძე (35. ავტოგოლი)

გაფუჭებული პენალტი: იოჟეფ კერეშტეი (20)

საქართველო: ბექა გოგსაძე, საბა ტყეშელაშვილი, საბა ეგრისელაშვილი, ლაშა კურტანიძე, გაიოზ ლაგაზაშვილი

სათადარიგოები: ზაურ კოტრიკაძე, დავით დვალი, ალექსანდრე ორაგველიძე, ნოდარ ქურცაძე, ბექა ქურდაშვილი, ნიკოლოზ ბოლქვაძე, გიორგი გიორგაძე

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭანუყვაძე