ფუტსალი | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ბოსნიაში გაემგზავრა - გუნდი ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩს გამართავს #1TVSPORT
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი (კსუ) ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაემგზავრა, სადაც ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე ითამაშებს.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, გასულ დღეებში გუნდმა სრულფასოვანი მომზადება გაიარა და ევროპულ ასპარეზზე საქართველოს სახელის დასაცავად სრული შემართებით იბრძოლებს.
ლიგის საწყისი ეტაპის G ჯგუფის შეხვედრები 27-30 აგვისტოს გაიმართება და ბოსნიის ქალაქ კაზინის მერიის სპორტული ცენტრი უმასპინძლებს.
კსუ წინასწარი რაუნდის G ჯგუფში პირველ მატჩში ბოსნიის ჩემპიონ „ბუბა მარას“ დაუპირისპირდება, შემდეგ კი – ირლანდიისა („ბლუ მეჯიქ დუბლინი“) და უელსის ჩემპიონებს („კარდიფი“) შეხვდება.
G ჯგუფი
27 აგვისტო, 23:00 | კსუ – „ბუბა მარა“
28 აგვისტო, 19:00 | კსუ – „ბლუ მეჯიქ დუბლინი“
30 აგვისტო, 19:00 | „კარდიფი“ – კსუ