ფუტსალი - კავკასიელებმა ევროპის უნივერსიადა ნორვეგიელებთან მოგებით დაიწყეს #1TVSPORT
ფუტსალი - კავკასიელებმა ევროპის უნივერსიადა ნორვეგიელებთან მოგებით დაიწყეს #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ ლოძში 2022 წლის ევროპის საუნივერსიტეტო თამაშები (უნივერსიადა) დაიწყო, რომელიც სპორტის 19 სახეობაში იმართება.

საქართველოს დელეგაცია სპორტის რამდენიმე სახეობას აერთიანებს. ფუტსალში ქვეყანას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი წარმოადგენს, რომელიც პირველ მატჩში ნორვეგიის ეკონომიკის სკოლის გუნდს დაუპირისპირდა და 12:0 დაამარცხა.

ტურნირის საწყის ეტაპზე ოთხი ჯგუფია, თითოეული ჯგუფიდან კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. ჩვენები „დ“ ჯგუფში ასპარეზობენ.

გუნდი მეორე შეხვედრას 18 ივლისს ლაპეენრანტას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (ფინეთი) გამართავს, 19 ივლისს მარიბორის უნივერსიტეტს (სლოვენია) დაუპირისპირდება, ხოლო 20 ივლისს – ლოზანას უნივერსიტეტს ეთამაშება (შვეიცარია).