ფუტსალი - „ჯორჯიანსი“ ჩემპიონთა ლიგის სტარტზე დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალი - „ჯორჯიანსი“ ჩემპიონთა ლიგის სტარტზე დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა „ჯორჯიანსი – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ ფუტსალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი რაუნდის F ჯგუფის პირველი მატჩი გამართა და 3:5 დამარცხდა.

თურქეთის ქალაქ ქოჯაელის „გაზანფერ ბილგეს“ დარბაზში გამართულ შეხვედრაში „ჯორჯიანსი“ შვედეთის ჩემპიონს, „ორებროს“ დაუპირისპირდა

პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი გამოდგა – ანგარიში „ორებრომ“ მე-10 წუთზე და სილვა ჟინიორის გოლით გახსნა, მე-14 წუთზე კი მაიკონ დიას ალვესმა შვედების უპირატესობა ორამდე გაზარდა. 3 წუთში გიორგი ქურდაძემ სხვაობა მინიმალურამდე აღადგინა და შესვენებამდე „ორებრე“ 2:1 დაწინაურდა.

გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის სამწუთიანი მონაკვეთი, როდესაც შვედებმა სამი გოლის გატანა მოახერხეს და 5:1 დაწინაურდნენ. გოლები ამელ რასტოდერიმ (25), სენად ბერიშამ (27) და სილვა ჯუნიორმა (25) გაიტანეს. ცხადი გახდა, რომ „ორებრო“ მოგებას ხელიდან არ გაუშვებდა.

„ჯორჯიანსმა“ მატჩის ბოლო სხვაობის შემცირება დავით ხეჩიკაშვილისა (36) და ნიკა გაბრიჩიძის (39) გოლებით მოახერხა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება შეუძლებელი აღმოჩნდა. მეტიც, გუნდი მეექვსე გოლს გადაურჩა. ბოლო წამებზე ნუკრი ჭუმბურიძეს არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა, „ჯორჯიანსის“ კარში კი პენალტი დაინიშნა, მაგრამ მაიკონ დიას ალვესმა ვერ გამოიყენა და მატჩი 3:5 დასრულდა.

ჯგუფის მეორე მატჩში გერმანიის ჩემპიონი „შტუტგარტი 2020“ მასპინძელს, თურქეთის „სტამბულ შიშლის“ დაუპირისპირდა, 4:2 მოიგო და „ორებროსთან“ ერთად ჯგუფში გალიდერდა.