ფუტსალი | „ჯორჯიანსი“ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ მიემგზავრება #1TVSPORT

20:01, 22.08.2022

24 აგისტოს თურქეთის ქალაქ ქოჯაელში ფუტსალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი რაუნდის F ჯგუფის მატჩები გაიმართება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი „ჯორჯიანსი“ ითამაშებს.

ჯგუფის მატჩები „გაზანფერ ბილგეს“ დარბაზში გაიმართება. მასპინძლის, „სტამბულ შიშლის“ (თურქეთი) გარდა, „ჯორჯიანსი“ ჯგუფში დაუპირისპირდება „შტუტგარტი 2020-ს“ (გერმანია) და „ორებროს“ (შვედეთი).

მატჩების განრიგი

24 აგვისტო

„ჯორჯიანსი“ – „ორებრო“

„შტუტგარტი 2020“ – „სტამბული შიშლი“

25 აგვისტო

„შტუტგარტი 2020“ – „ჯორჯიანსი“

„სტამბული შიშლი“ – „ორებრო“

27 აგვისტო

„სტამბულ შიშლი“ – „ჯორჯიანსი“

„ორებრო“ – „შტუტგარტი 2020“

მსგავსი