ფუტსალი | ჯერ რიგის თასი, შემდეგ მსოფლიოს საკვალიფიკაციო - ასათიანმა საქართველოს ნაკრები შეკრიბა #1TVSPORT
ფუტსალი | ჯერ რიგის თასი, შემდეგ მსოფლიოს საკვალიფიკაციო - ასათიანმა საქართველოს ნაკრები შეკრიბა #1TVSPORT

მალე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, სადაც გუნდი მიზნად ფინალურ ეტაპზე გასვლას ისახავს. მზადების პერიოდში ავთანდილ ასათიანის გუნდი ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

ჩვენი ნაკრები რიგის თასზე ითამაშებს, რომელიც ლატვიის დედაქალაქში 19-20 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს ფუტსალის ნაკრები 19 სექტემბერს ლიეტუვას დაუპირისპირდება. 20 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ლატვიის ნაკრები იქნება.

ავთანდილ ასათიანმა მოახლოებული მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 16 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდს დაუბრუნდა სიმი საიოტი (ელექტრიკო, პორტუგალია), რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა და დაემატა ფერნანდო დრასლერი, რომელიც ესპანურ „ბეტისში“ თამაშობს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ-იუგრა“, რუსეთი) ალექსანდრე ჯამბურია („თელასი“, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია („კემი“, ფინეთი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, გიორგი ქურდაძე, ვახტანგ კეკელია, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – „თელასი“, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), სიმი საიოტი („ელექტრიკო“, პორტუგალია), ბინიო („ოსასუნა“, ესპანეთი), რონინიო („ანდერლეხტი“, ბელგია), თალესი („ალ-იარმუკი“, ქუვეითი), ვილიანი („გაზპრომ-იუგრა“, რუსეთი), ბრუნო პეტრი („რიბერა ნავარა“, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი („ბეტისი“, ესპანეთი)

საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს რიგის თასის დასრულებისთანავე გამართავს – 8 ოქტომბერს პირველ შეხვედრაში თბილისში ბელგიას დაუპირისპირდება, ხოლო 12 ოქტომბერს, ავსტრიას ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

19 სექტემბერი. 18:00

საქართველო – ლიეტუვა

20 სექტემბერი. 21:00

ლატვია – საქართველო