ფუტსალი | ჯერ არასრული შემადგენლობით - საქართველოს ნაკრებმა რუსეთისთვის მზადება დაიწყო
ფუტსალი | ჯერ არასრული შემადგენლობით - საქართველოს ნაკრებმა რუსეთისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება, 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის ფავორიტთან და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან, რუსეთთან გამართავს.

ამ დროისთვის ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი თბილისში არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ეროვნული ნაკრების ორი ლეგიონერი – ირაკლი თოდუა და ელისანდრო დედაქალაქში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვლენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი, თეიმურაზ ექიზაშვილი (ყველა – თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ. პეტროვ, ლატვია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია).

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის, 8 დეკემბერს, ფრედ 4:4 დასრულდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი:

2 თებერვალი. საქართველო-რუსეთი

5 მარტი. საქართველო-სომხეთი

10 მარტი. სომხეთი-საქართველო

9 აპრილი. საქართველო-საფრანგეთი

12 აპრილი. რუსეთი-საქართველო

ევრო 2022-ზე ჯგუფური ეტაპის 8 გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელი ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს და ამ ქვეყნის ნაკრებმა ევროსაგზური ავტომატურად მოიპოვა.

პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. საქართველო-რუსეთის შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 2 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.