ფუტსალი I საქართველოს თასის მფლობელი „არმიაა“#1TVSPORT
ფუტსალი I საქართველოს თასის მფლობელი „არმიაა“#1TVSPORT

ფუტსალში საქართველოს თასის მფლობელი „არმია“ გახდა, რომელმაც ფინალში „სპორტუნი“ 5:2 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა.

„არმიამ“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო, გუნდი თამაზ გოგსაძისა და ლაშა ფოფხაძის გოლებით დაწინაურდა. ნუგო გოგაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ ლადო ბურდულის გუნდმა შესვენებამდე უპირატესობა შეინარჩუნა – 2:1.

მეორე ნახევარში „არმიას“ უპირატესობა ლაშა ფოფხაძემ და შაკო ცირამუამ გაზარდეს. „სპორტუნს“ თამაშის გადარჩენის იმედი გიორგი მანაგაძის გოლმა შეუნარჩუნა, მაგრამ გიგა ბერაიამ არმიელების უპირატესობა ისევ გაზარდა და საბოლოოდ გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა – 5:2.

გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, გიგა ბერაიას საქართველოს თასი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა.