ფუტსალი | გურამ კაშია ბრატისლავაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ფუტსალის ეროვნული გუნდის ვარჯიშს დაესწრო, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი სლოვაკეთშია და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება. საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა გუნდის წევრები გაამხნევა და წარმატებები უსურვა.
სლოვაკეთთან საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს ბრატისლავის „გოპას არენაზე“ გაიმართება. თბილისში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ საქართველოს ნაკრები განმეორებით შეხვედრას სამბურთიანი უპირატესობით ხვდება.
სლოვაკეთი-საქართველოს მატჩი 23 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.