ფუტსალი | ფრე ბელარუსთან - საქართველოს ნაკრები ბელარუსს ამხანაგურად ხვალაც შეხვდება [ვიდეო] #1TVSPOR

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ორი ამხანაგურ შეხვედრა ბათუმის ახალ სპორტის სასახელში დაგეგმა, რომელთაგან პირველი დღეს გამართა.

ავთანდილ ასათიანმა ამხანაგური შეხვედრებისთვის 14 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი ფინეთი).

წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა (ყველა – თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია- (სიპარი, ტაჯიკეთი), ნუკრი ჭუმბურიძე- (სიპარი, ტაჯიკეთი) არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ბინიო – (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ,თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი).

ჩვენი ეროვნული გუნდი ბელარუსს დღეს პირველად დაუპირისპირდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა შეხვედრა ბათუმში ჩაატარა. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა.

თამაში სულ რაღაც 17 წამის დაწყებული იყო, როდესაც გიორგი ღავთაძემ ჯარიმა შეასრულა და ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა. ბელარუსებმა მე-16 წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და დმიტრი ლოსმა წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ფრე 1:1.


საქართველო – ბელარუსი


გოილები: 1:0 ღავთაძე (1), 1:1 ლოსი (16)

საქართველო ბელარუსის ფუტსალის ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 4 სექტემბერს ისევ ბათუმის ახალ სპორტის სასახელში გაიმართება. ეს მატჩიც 19:00 საათზე დაიწყება.