ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კაუნასში საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 19:30 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საწყის ორ ტურში საქართველოს ნაკრებმა ერთი ქულა მოიპოვა. ლატვიასთან მარცხის (0:4) შემდეგ „ჯვაროსნებმა“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, ხორვატიასთან ფრედ ითამაშეს (2:2) და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას გუნდის კაპიტანი ირაკლი თოდუა გამოტოვებს.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).