ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდი - 13 დეკემბერს საქართველოს ნაკრები კოსოვოს შეხვდება #1TVSPORT
ფუტსალი | ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდი - 13 დეკემბერს საქართველოს ნაკრები კოსოვოს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დეკემბერში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.

საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფშია, სადაც საფრანგეთს, კოსოვოსა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი ბრძოლას პლე ოფში გააგრძელებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს. მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი 17 დეკემბერს საფრანგეთში გამართავს – ეს მატჩი თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე (ორივე – „ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლუკა ხარშილაძე („დინამო თბილისი“);

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ყველა – „ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი“), ბექა ბექაური, გიორგი ჩიმაკაძე, ნიკა ხარატიშვილი (სამივე – კსუ), ნუკრი ჭუმბურიძე, შაკო ცირამუა (ორივე – „არმია“), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი).

მატჩების განრიგი:

13 დეკემბერი

18:00 | საქართველო – კოსოვო

17 დეკემბერი

00:15 | საფრანგეთი – საქართველო