ფუტსალი | ევრო 2022-ის მესამეადგილოსანი ესპანეთი გახდა #1TVSPORT
ფუტსალი | ევრო 2022-ის მესამეადგილოსანი ესპანეთი გახდა #1TVSPORT

ესპანეთი ევრო 2022-ის მესამეადგილოსანია. ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა მესამე ადგილსითვის შეხვედრაში უკრაინა 4:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

ამსტერდამის „ჯიგო დომეში“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში ესპანელებმა გახსნეს – თავი მელადომ გამოიჩინა. თუმცა, მალე უკრაინელებმა ჩერნიავსკის გოლით უპასუხეს და წონასწორობა აღადგინეს.

პირველი ტაიმის ბოლოს ესპანელები სოლანომ ისევ დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში ბოისის და ადოლფოს გოლებით უპირატესობა გაზარდეს, საბოლოოდ, 4:1 მოიგეს და კონტინენტის პირველობა მესამე ადგილზე დაასრულეს.


ევრო2022. მესამე ადგილისთვის მატჩი.


ესპანეთი – უკრაინა 4:1

გოლები: 1:0 მელადო (11), 1:1 ჩერნიავსკი (17), 2:1 სოლანო (18), 3:1 ბოისი (31), 4:1 ადოლფო (32).