ფუტსალი | ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია – მესამე ადგილზე ხორვატია გავიდა #TVSPORT

00:52, 08.02.2026

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალია 5:3 დაამარცხა და ისტორიაში მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

უხვგოლიანი მატჩის პირველი ტაიმი ესპანელებმა 3:2 მოიგეს. მეორე ტაიმში პორტუგალიამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ესპანეთმა დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ მოიგო.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ანტონიო იყო, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა მესამე ადგილისთვის მატჩი საფრანგეთსა და ხორვატიას შორის. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 5:5 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ხორვატებმა 6:5 მოიგეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი