ფუტსალი | დადებითი პასუხი კორონავირუსზე - შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მეტოქე აზერბაიჯანმა ევრო 2022-ზე ორი ლიდერის გარეშე ითამაშოს #1TVSPORT
ფუტსალი | დადებითი პასუხი კორონავირუსზე - შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მეტოქე აზერბაიჯანმა ევრო 2022-ზე ორი ლიდერის გარეშე ითამაშოს #1TVSPORT

ევრო 2022-ზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების პირველი მეტოქე, აზერბაიჯანის ნაკრები ტურნირისთვის ბელგიაში ემზადება და ამ ქვეყნის ნაკრებთან ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა.

ბორგლონეში გამართულ სპარინგი აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრებმა ცუდად ჩაატარა – პირველი ტაიმი ხოსე ალესიოს გუნდმა 3:1 წააგო, საბოლოოდ კი ბელგიელებმა 5:3 გაიმარჯვეს.

ბელგია – აზერბაიჯანი – 5:3 (3:1)

აზერბაიჯანი: როვშან ჰუსეინლი – ტიაგო ბოლინა, ფინეო დე არაუხო, ოლივეირა ვასურა, გალო – ემინ კურდოვი, რიზვან ფარზალიევი, რამიზ ჩოვდაროვი, ხატაი ბაგიროვი, ისა ატაევი, ფელიპინო, მანეკა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანის ნაკრებს პრობლემას შეექმნა. როგორც azerisport.com იუწყება, ევრო 2022-მდე ბოლო ამხანაგური მატჩის წინა დღეს, გუნდის ორ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ესენი არიან ედუარდო ბორხესი და რაფაელ ვილელა. ბელგიის კანონმდებლობით, ფეხბურთელები კარანტინში იქნებიან.

საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე პირველ მატჩს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 22 იანვარს გამართავს. შეხვედრა გრონინგენისმარტინიპლაზაში“ 17:30 საათზე დაიწყება. საქართველო – აზერბაიჯანის მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.