ფუტსალი | ჩემპიონთა ლიგაზე კსუ-ს მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის, კსუ-ს მეტოქეები გაირკვა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც „ბუბა მარას“ (ბოსნია და ჰერცეგოვინა), „უტლეირა იდრეტსლაგსა“ (ნორვეგია) და „ლინქსს“ (გიბრალტარი) დაუპირისპირდება.
ჯგუფური ეტაპის მატჩები ბოსნიის ქალაქ კაზინში 25-30 აგვისტოს გაიმართება – შეხვედრების ზუსტი განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ბოსნიური „ბუბა მარა“ საქართველოს ჩემპიონისთვის ნაცნობი მეტოქეა. შარშან ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდის ჯგუფური ეტაპიც კაზინში ჩატარდა და მაშინ „ბუბა მარასთან“ დაპირისპირება მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.