ფუტსალი - ჩემპიონთა ლიგა საქართველოსთვის დასრულდა, „თელასმა“ კარი გამარჯვებით გამოიჯახუნა
ფუტსალი - ჩემპიონთა ლიგა საქართველოსთვის დასრულდა, „თელასმა“ კარი გამარჯვებით გამოიჯახუნა

საქართველოს ჩემპიონი „თელასი“ (ტურნირზე „ჯორჯიანსის“ სახელით გამოდიოდა) ჩემპიონთა ლიგის მეინრაუნდის ბოლო ტურში გერმანიის წარმომადგენელ „უეილიმდორფს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 6:2.

თუმცა, ეს გამარჯვება ელიტრაუნდის ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. „თელასმა“ ასპარეზობა ექვსი ქულით დაასრულა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ელიტრაუნდის საგზური კი იტალიურმა „პეზარომ“ მოიპოვა – ერთადერთი მატჩი საქართველოს ჩემპიონმა სწორედ მასთან წააგო.

„ენერგეტიკოსები“ „უეილიმდორფთან“ ამირან ცხომარიამ დააწინაურა, თუმცა გერმანელებმა წონასწორობა აღადგინეს. შემდეგ საქართველოს ჩემპიონი კვლავ დაწინაურდა. მეტოქის კარი აიღეს ირაკლი თოდუამ (2), ჯანო გიორგაიამ, ნუკრი ჭუმბურიძემ და შოთა თოფურიამ.