ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი – ვამაყობ საქართველოს ნაკრებით, ფეხბურთელებმა ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლეს #1TVSPORT

23:29, 28.01.2026

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან მატჩის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთეს და გუნდის თამაში შეაფასეს:

ავთანდილ ასათიანი – „ვამაყობ ჩემი გუნდით, მათ თითოეულ თამაშში ბოლომდე იბრძოლეს. ეს საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება იყო, ბევრი რამ ისწავლეს და მომავალში დიდ ტურნირებზე უფრო ძლიერები დაბრუნდებიან. მადლობას ვუხდით უეფა-სა და მასპინძელ ქვეყნებს ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.

საფრანგეთის სახით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით. მთელი თამაში ველოდით ჩვენს შანსს. 2:1-ზე ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასეთ თამაშებში გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

ნიკოლოზ გაბრიჩიძე – „ძალიან რთული თამაში იყო. ბოლომდე ვიბრძოლეთ, შანსები უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრები უძლიერესი გუნდია – მათ გამარჯვება დაიმსახურეს.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან კარგი გამოცდილება იყო, იმედი მაქვს, რომ დიდ ტურნირზე მომავალში კიდევ არაერთხელ ვითამაშებთ“.

მსგავსი