ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ხორვატიასთან ასეთი თამაში აჩვენებს, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალ მიზნებზე ფიქრი შეუძლია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ხორვატიასთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაზე, რომელმაც გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა.
„საქართველოს ნაკრებით ამაყი ვარ. ვფიქრობ, ხორვატებთან გამოჩნდა, რომ პირველ შეხვედრაში ლატვიასთან მარცხი უფრო შემთხვევითობა იყო, ვიდრე კანონზომიერება. ხორვატიის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მსგავს გუნდთან ასეთ დონეზე თამაში აჩვენებს, რომ ქართული ფუტსალი სწორად ვითარდება და შეგვიძლია მაღალ მიზნებზე ვიფიქროთ.
რაც შეეხება მეკარე ალი ასლანს, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში საკუთარი თავი იპოვა. ასეთი დონის მეტოქესთან ასე თამაში რთულია და ვულოცავ, მაგრამ ერთიანობის გარეშე ინდივიდუალურად წარმატებას ვერავინ მიაღწევს. მიხარია, რომ ასლანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჩვენ შეგვიძლია წარმატებებზე ვიფიქროთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.