ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - კარგია, რომ საქართველოს ნაკრები გამარჯვებულის მენტალიტეტს ინარჩუნებს #1TVSPORT
ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - კარგია, რომ საქართველოს ნაკრები გამარჯვებულის მენტალიტეტს ინარჩუნებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და მოთამაშე გიორგი ჩიმაკაძემ კომენტარი გააკეთეს რუმინეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელიც ჩვენმა გუნდმა 4:2 მოიგო.

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ბევრი სტრატეგიული დავალება გვქონდა. ყველა მოთამაშის გამოცდა მსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მეტოქემ არ გვაცალა. არა უშავს – ხვალ მეორე მატჩია და წინ კიდევ ბევრი ამხანაგური შეხვედრა გველის.

კარგია, რომ გუნდი გამარჯვებულის მენტალიტეტს ინარჩუნებს და ბიჭებს გათავისებული აქვთ, ეროვნულ ნაკრებში თამაში რას ნიშნავს. ეს ბოლო წუთებმაც აჩვენა, ყველა იბრძოდა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური, როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ, მთავარი გამარჯვებაა“.

გიორგი ჩიმაკაძე, საქართველოს ნაკრების მოთამაშე: „კარგია, მოსამზადებელი პროცესი გამარჯვებით რომ დავიწყეთ. წინ დიდი გზა გველის. ყველამ ვიცით, რომ პრობლემები იყო. ამის გათვალისწინებით მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საკუთარი ძალების დავიჯერეთ – უფრო მეტი შეგვიძლია. რუმინეთის ნაკრები კი კარგი გუნდია და მეორე ტაიმში მაგრად იბრძოლეს. ხვალ მეორე მატჩი გვაქვს და იმედია, ისევ გავიმარჯვებთ“.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა ხვალ, 7 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე გაიმართება. ამ მატჩებით ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება.