ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - გულშემატკივართან ერთად შეგვიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვითამაშოთ #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში სლოვაკეთთან მატჩებისთვის მზადებაზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა.
„ყველას გათავისებული აქვს, რა მნიშვნელობის თამაშიც გველის სლოვაკებთან. ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოგებას ვეცდებით. პლეი ოფში, ევროპის ჩემპიონატზე და ფინალური ეტაპის მეოთხედფინალში აქამდეც გვითამაშია და ბიჭებს ამ დონის თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ.
გუნდში, გამოცდილებთან ერთად, ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გვყავს და გამოცდილ მოთამაშეებს ძალიან დიდი როლი ექნებათ, რომ ემოციური და ნერვული ფონი მოიხსნას. ქართველი გულშემატკივრის დიდი იმედი მაქვს და ვფიქრობ, ჩვენი ერთობით შეგვიძლია, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვითამაშოთ.
რა თქმა უნდა, სლოვაკეთის დამარცხება რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თბილისის ოლიმპიური სასახლე არაერთხელ ყოფილა შევსებული და 18 სექტემბერსაც ამის მედი გვაქვს. ეს ჩვენთვის დამატებითი მუხტი იქნება და ერთიანი ძალებით უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-ის საგზურისთვის ბრძოლაში სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას 23 სექტემბერს ბრატისლავა უმასპინძლებს.