ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ბულგარეთთან მოგება კარგია, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ #1TVSPORT
ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - ბულგარეთთან მოგება კარგია, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის მეინრაუნდში ბულგარეთთან საშინაო შეხვედრაზე, რომელიც ჩვენმა გუნდმა 6:1 მოიგო.

„დიდი მადლობა გულშემატკივარს – მათგან დადებითი მუხტი მოდიოდა და ეს გუნდსაც გადაეცა. მოგება კარგია და შემდეგი თამაშისთვის დიდი მოტივაცია მივიღეთ, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.

ექვსი ქულა გვაქვს და რამდენიმე დღეში ბულგარეთს სტუმრად ვეთამაშებით. იყო შეცდომები, რაც უნდა გავაანალიზოთ და მეორე შეხვედრაში აუცილებლად გამოვასწოროთ. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე იბრძოლეს“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ავთანდილ ასათიანის გუნდი შემდეგ შეხვედრას ბულგარეთთან სტუმრად 4 თებერვალს გამართავს. 9 ქულით ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს, საქართველოს ნაკრები კი 6 ქულით მეორე ადგილზეა.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინრაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში იბრძოლებს.