ფუტსალი | ავსტრიასთან მატჩისთვის 16 მოთამაშე ემზადება - ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა
ფუტსალი | ავსტრიასთან მატჩისთვის 16 მოთამაშე ემზადება - ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მესამე მატჩს ხვალ, 9 ნოემბერს, გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას დაუპირისპირდება.

მეინ-რაუნდის მეორე საშინაო შეხვედრისთვის 16 ფეხბურთელი ემზადება, საბოლოო განაცხადი კი 14 მოთამაშისგან დაკომპლექტდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ივარჯიშა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ-იუგრა“, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ჯამბურია (“ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი, საქართველო)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, გიორგი ქურდაძე, ვახტანგ კეკელია, ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, საქართველო) გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), ბინიო („ოსასუნა“, ესპანეთი), რონინიო („ანდერლეხტი“, ბელგია), თალესი („ალ-იარმუკი“, ქუვეითი), ბრუნო პეტრი („რიბერა ნავარა“, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი („ბეტისი“, ესპანეთი), შაგინია („პალმა“, ესპანეთი)

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრა 9 ნოემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.