ფუტსალი | ამხანაგური შეხვედრები რუმინეთთან - საქართველოს ნაკრები ორ სპარინგს გამართავს #1TVSPORT
ფუტსალი | ამხანაგური შეხვედრები რუმინეთთან - საქართველოს ნაკრები ორ სპარინგს გამართავს #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 16-17 ნოემბერს თბილისში რუმინეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. საქართველოს ფუტსალის ნაკრები უახლოესი ორი თამაშისთვის 15 მოთამაშით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა (სამივე – თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო)

საქართველო – რუმინეთი

16-17 ნოემბერი. თბილისის ოლიმპიური სასახლე. 16:00

კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, ორივე შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ YouTube არხზე იხილავთ.