ფუტსალი | ამხანაგური მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ესტონეთს იოლად მოუგო #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში ამხანაგური მატჩი ჩაატარა ესტონეთის ნაკრებთან და 3:0 დაამარცხა.
ესტონეთი – საქართველო 0:3
გოლები: 0:1 სიმი საიოტი (13. შაგინიას პასით), 0:2 ბრუნო პეტრი (25, ზვიად კუპატაძის პასით), 0:3 გიორგი ჩიმაკაძე (32. ბრუნო პეტრის პასით)
ტალინის „კალევი სპორდიჰალის“ დარბაზში გამართულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და დამაჯერებლად მოიგო. პირველ ტაიმში ანგარიში სიმი საიოტმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებს ბრუნო პეტრიმ და გიორგი ჩიმაკაძემ გაუტანეს.
ჩვენი გუნდი ესტონელებთან მეორე თამაშს ტალინში ხვალ, 14 აპრილს ჩაატარებს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.