ფუტსალი - 19-წლამდელების ნაკრები ამხანაგურებს გამართავს
ფუტსალი - 19-წლამდელების ნაკრები ამხანაგურებს გამართავს

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდისთვის ემზადება.

გუნდი წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს 21-22 დეკემბერს გამართავს. გუნდის ლატვიის 19-წლამდელთა ნაკრებს თბილისის ოლიმპიური სასახლეში ორჯერ უმასპინძლებს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 16 მოთამაშე გამოიძახა:

მეკარეები: თორნიკე დვალიშვილი, მიხეილ ბახუტაშვილი (ორივე – თელასი), ვასილ ცქიტიშვილი

წინა ხაზი: ნიკა ხარატიშვილი, რომან კუხიანიძე, ბექა ბექაური, დაჩი ჩადუნელი, გიორგი ღავთაძე (ყველა – თსუ), გიორგი ზუნტუროვი, გეგა კოშაძე, დათა მოგელაძე, ნიკა ნადარეიშვილი (ყველა – თელასი), ლუკა ბერიაშვილი, გიორგი ჩადუნელი (ორივე – ტვილდიანის უნივერსიტეტი), ლევან სვანიძე (სპორტუნი), გიორგი კურტანიძე (ილიაუნი)

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უეფას 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის 19-წლამდებთან ერთად იასპარეზებს. შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს 26-31 მარტს თბილისი უმასპინძლებს.