„ფულჰემმა“ არეოლას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა
„ფულჰემმა“ არეოლას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ალფონს არეოლა კარიერას ლონდონის „ფულჰემში“ გააგრძელებს.

27 წლის ფრანგი ინგლისური კლუბის რიგებში ერთწლიანი იჯარით გადავიდა, ამასთან, „ფულჰემს“ ექნება ფეხბურთელის გამოყიდვის უფლება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ტრანსფერი შედგა. „ფულჰემი“ ლონდონში ისტორიული კლუბია და ბევრი მსმენია მასზე და მის სტადიონზე. იმედია, ეს სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება. მინდა მთელი ჩემი ენერგია ჩავდო და ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს გუნდი იყოს იქ, სადაც იმსახურებს“, – განაცხადა არეოლამ, რომელიც 2018 წელს, საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გასულ სეზონში ფრანგმა „რეალის“ რიგებში იჯარის წესით ითამაშა. მადრიდულ კლუბში მან 13 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე.