„ფულჰემი“ გონსალო გარსიაში 60 მილიონს იხდის #1TVSPORT
„ფულჰემი“ ახლოს არის იმასთან, რომ დააკმაყოფილოს „რეალის“ მოთხოვნები ფორვარდ გონსალო გარსიასთან დაკავშირებით.
გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, პრემიერლიგის გუნდი მონდომებით ცდილობს ფორვარდის გაფორმებას, რადგან „ფულჰემის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ალვარო არბელოას სურს, გარსია თავისი პროექტის მთავარ ფიგურად აქციოს.
„ფულჰემის“ ბოლო წინადადება 60 მილიონ ევროს გაუტოლდა. ეს ის თანხაა, რომელსაც „რეალი“ ითხოვს თავის ფეხბურთელში. არ არის გამორიცხული, გარიგების განხორციელებისას მადრიდულმა კლუბმა დაიტოვოს თავის აღზრდილზე უფლებების 50 პროცენტი.
ტრანსფერს შეიძლება ხელი შეუშალოს ჟოზე მოურინიოს სურვილმა, შეინარჩუნოს მომავალი სეზონისთვის გონსალო გარსია. აღნიშნავენ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი კმაყოფილია წინასასეზონო მზადებისას ფეხბურთელის მუშაობით.