„ფროზინონემ“ გიორგი კვერნაძის გოლით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-ს ახალ სეზონში პირველად გაიტანა და „ფროზინონეს“ „ვენეციას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:2.
იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 83-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, სტუმართა კარი აიღო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
იტალიის სერია A-ში გამართული 3 ტურის შემდეგ „ფროზინონემ“ 6 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, გიორგი კვერნაძემ კი ამ სამ მატჩში ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.