„ფროსინონეში“ კვერნაძე გამოარჩიეს - სათადარიგო სკამიდან შემოვიდა და მაინც კარგი შეფასება მიიღო #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემა Sosfanta-მ იტალიის თასზე „პიზასთან“ მოგებულ (1:0) შეხვედრაში „ფროსინონეს“ მოთამაშეები შეაფასა და ქართველ თავდამსხმელს, გიორგი კვერნაძეს ერთ-ერთი გამორჩეული ქულა დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველმა შემტევმა „ფროსინონეში“ პირველი ოფიციალური მატჩი იტალიის თასზე შეცვლაზე გამართა – მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და ამის მიუხედავად, მწვრთნელმაც და მედიამაც გამოარჩიეს.
„ფროსინონე“ – კვერნაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ კასო საუკეთესოა
„„ფროსინონეს“ შემადგენლობაში და მოედანზე ჯუზეპე კასო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა იტალიის თასზე „პიზასთან“ მოგებულ (1:0) შეხვედრაში. მან 7 ქულა მიიღო თამაშში, რომლის შეტევასაც მეტოქის ავტოგოლი მოჰყვა.
ასევე ძალიან კარგად ითამაშა გიორგი კვერნაძემაც, რომელიც მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და ამის მიუხედავად, კასოს შემდეგ საუკეთესო შეფასება მიიღო – 6,5 ქულა“, – წერს იტალიური გამოცემა.